კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის ექსპერტებმა, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების 40-მდე წარმომადგენელმა. მათ შორის იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თამარ ქობლიანიძე, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სრული პროფესორი ჯემალ სოლოღაშვილი, სრული პროფესორი ნინო მიქიაშვილი, მაგისტრატურის სტუდენტი შოთა გულბანი. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიაში, ბატონმა ჯემალ სოლოღაშვილმა ორიგინალური იდეაც მიაწოდა მონაწილეებს საბჭოთა ანაბრების ვალის დაფარვასთან მიმართებით.
დისკუსიამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.
კონფერენცია სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გააშუქეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება