მემორანდუმის თანახმად, სასამართლოს ბაზაზე კავკასიის საერთაშორისო უნვერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული სასამართლო კლინიკის ფარგლებში, შერჩეულ სტუდენტებთან იმუშავებენ პრაქტიკულ-იურიდიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, სასამართლოს მიერ შერჩეული მოხელეები კი გაივლიან უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ კურსებს, ტრენინგებსა და სემინარებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სააპელაციო სასამართლო ერთმანეთის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციებისა და შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ. იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ნაბიჯი ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობის საფუძველი გახდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება