ვიზიტორ პროფესორებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდრე რუსეცკიმ უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახაბერ კორძაია, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ეკა თხილავა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვენელი, პროფ. ნინო ჭალაგანიძე.
პოლონელმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, გაეცნენ ბიბლიოთეკას, მოინახულეს ტელე და რადიო სტუდიები, გაესაუბრნენ სტუდენტებს. დაისახა სამომავლო გეგმები.
უახლოეს მომავალში კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდება, რის შემდეგაც კსუ პროფესურასა და სტუდენებისათვის პოლონეთში გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა გახდება შესაძლებელი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება