მემორანდუმით მხარეებმა აიღეს გარკვეული ვალდებულებები. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვალდებულებებია: ა) უზრუნველყოს სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის ეფექტური და მდგრადი ურთიერთთანამშრომლობა; ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებში, რომლებიც უკავშირდება დევნილ მოსახლეობასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს; გ) აღნიშნული მემორანდუმისა და უნივერსიტეტის მხრიდან დევნილი სტუდენტებისათვის დადგენილი შეღავათების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს სამინისტროს ვებ-გვერდსა და გამოცემებში; დ) შესაძლებლობის ფარგლებში, პრაქტიკა გაატაროს უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სამინისტროს სტრუქტურებში; ე) სამინისტროში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად (ასეთის არსებობისას), კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს უნივერსიტეტს.
რაც შეეხება შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მიერ აღებულ ვალდებულებებს, მის მიხედვით, 2013 წლიდან უნივერსიტეტში ჩარიცხულ დევნილ სტუდენტებს შეუმცირდებათ სწავლების წლიური გადასახადი 200 ლარით, ასევე, დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რომლებიც დევნილთა საკითხებს უკავშირდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება