კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თეატრალურმა დასმა მუშაობა დეკემბრის თვეში დაიწყო. ამ სპექტაკლის დასადგმელად 2 თვე დაგვჭირდა. ბავშვებმა ძალიან ბევრი იშრომეს. კომპლექსები დაძლიეს და საქმეს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ.
ამჟამად გასტროლებისთვის ვემზადებით, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. გვაქვს საინტერესო სცენარი, მთავარი გმირიც შევარჩიეთ, - განაცხადა ეკატერინე კვირკელიამ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრი ლუბა სლაბადენიუკი მათი გამოსვლით კმაყოფილია. „ძალიან ვნერვიულობდით, თუმცა, ვფიქრობ, იმაზე უკეთესად გამოგვივიდა ყველაფერი, ვიდრე მოველოდით. ეს დასის მეორე სპექტაკლია, მესამე _ კი ფესტივალისთვის უნდა დაიდგას. გვინდა რადიკალურად განსხვავებული და საინტერესო სპექტაკლი გამოგვივიდეს,“- აღნიშნა ლუბა სლაბადენიუკმა.
დასის ოსტატობამ მაყურებელთა ოვაციები და მოწონება დაიმსახურა.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ დასს პრემიერა და წარმატებები ვუსურვოთ!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება