2013 წლის კონფერენციამ მსოფლიოში დღეს არსებული, სხვადასხვა მწვავე საერთაშორისო თემების განსახილველად ერთად შეკრიბა სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.
კონფერენციას დამკვირვებლის სტატუსით საქართველოდან ორი წარმომადგენელი ესწრებოდა. ერთ-ერთი მათგანი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, თამთა რატიანი იყო.
კონფერენციის მონაწილეებს ტრენინგები და ინტენსიური კონსულტაციები ჩაუტარდათ, რის შემდეგაც მათ ექნებათ მსგავსი სახის სიმულაციების წარმატებით განხორციელების შესაძლებლობა საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები, რითაც მათ უფლება მოიპოვეს გახდნენ გაეროს მოდელირების ტრენერები საქართველოში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება