სტუდენტებმა მოინახულეს: ბარისახო, შატილი, მუცო, არდოტი და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები; დაათვალიერეს ბარისახოს მუზეუმი, დაესწრნენ ადგილობრივ საშუალო სკოლაში გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილ საღამოს. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ: გურამ რჩეულიშვილის მეგობარი და მეცნიერი თემურ ბერიძე, მწერალი დათო ტურაშვილი, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.
კსუ-ს სტუდენტების - სალომე მილორავასა და თეონა ფირცხალაიშვილის შესრულებულმა ხევსურულმა სიმღერებმა იქ მყოფთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
კსუ-ს სტუდენტების ჯგუფმა, უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით, ბარისახოს სკოლის ბიბლიოთეკის ფონდს დახმარება აღვუთქვა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიწვიეს. სამომავლოდ კი ხევსურეთის თემატიკაზე ფოტოგამოფენის მოწყობა და, კუთხის უკეთ გაცნობის მიზნით, უცხოელი მოგზაურების მიერ მე-20 საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში ხევსურეთზე გადაღებულ ფილმების საჯარო ჩვენება დაგეგმილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება