პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს, შეუძლია ტესტირება გაიაროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში;
პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ–ერთი წინაპირობაა გასაუბრება სპეციალობაში;
გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 12.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. ავტობიოგრაფია CV; (სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
2. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დანართის დამოწმებული ასლი;
3. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი; (სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, კანდიდატი ჩააბარებს შესაბამის გამოცდას უნივერსიტეტის ენების ცენტრში);
4. უცხოენოვანი დოქტორანტის კანდიდატისათვის ქართული ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი; (სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, კანდიდატი ჩააბარებს შესაბამის გამოცდას უნივერსიტეტის ენების ცენტრში);
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
6. დარგის სპეციალისტის რეკომენდაცია (შუამდგომლობა).;
7. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. 2 ფოტოსურათი 3x4–ზე.
9. ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურაში ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებისას.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე:
თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, V სართული, ოთახი N 516;
გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება 2013 წლის 20 სექტემბერს, 17: 00 საათზე, ხოლო ტესტირება მათთვის, ვინც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, 2013 წლის 21 სექტემბერს, 12:00 საათზე.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულთა სია გამოქვეყნდება 2013 წლის 23 სექტემბერს.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რექტორის მოადგილეს, პროფესორ მარინა გედევანიშვილს ან სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსს თამარ ინასარიძეს.
მარინა გედევანიშვილი:
ელ-ფოსტა: vicerector@ciu.edu.ge; marinagedevanishvili@yahoo.com
ტელ: +995 32 26112 98; 599 50 21 01
თამარ ინასარიძე:
ელ-ფოსტა: tamar.inasaridze@ciu.edu.ge
ტელ: 995 599 31 48 49.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის საფასურია 2500 ლარი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება