კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით და მედიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია „მედუს“ პარტნიორობით, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამა - „ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაცია“ - იწყება;
სასწავლო პროგრამა განსაზღვრულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის: ლიცენზირებული ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის.
უსგ პროგრამის ფარგლებში კი ქულა მიენიჭებათ შემდეგი სპეციალობების წარმომადგენლებს - შინაგანი მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, პედიატრია;
ტრენინგზე ერთდროულად შესაძლებელია 10-12 მსმენელის დასწრება;
ხანგრძლივობა - 6 საათი;
კურსის ღირებულება - 190 ლარი;
აქტივობის მიზნებია მსმენელებმა შეისწავლონ:
გულ-ფილტვის ეფექტური რეანიმაციის მნიშვნელობა და განხორციელების ტექნიკა;
სიცოცხლის გადარჩენის საწყისი საფეხურების განხორციელება;
გულ-ფილტვის მაღალი ხარისხის რეანიმაცია, რომლის გარეშე კეთილსაიმედო გამოსავალის მიღწევა შეუძლებელია.
პროგრამის ხელმძღვანელი: ირინა წირქვაძე - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი.
მისამართი: ქ. თბილისი, ჩარგლი ქუჩა N73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
იხილეთ პროგრამის სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/nG078
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს, ქეთევან ტაბუცაძეს. ტელ: 551201100
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება