14-16 მაისს ა(ა)იპ „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის“ მიერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებისათვის ტრენინგები ჩატარდა. აკადემიური ბიბლიოთეკების საქმიანობის შემსწავლელმა ტრენინგ-კურსმა მონაწილეებს შესაძლებობა მისცა გაცნობოდნენ თანამედროვე საბიბლიოთეკო სფეროში არსებული სიახლეებსა და პროფესიული უნარები გაეუმჯობესებინათ. ტრენინგს უძღვებოდნენ „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის“ ტრენერები: თეონა პავლიაშვილი, გიორგი ედიშერაშვილი, მაია ჯიმშელეიშვილი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნინო პავლიაშვილი.
სწრაფად განვითარებად ეპოქაში დიდი ყურადღება ექცევა ინფორმაციის მიწოდების სისწრაფესა და სანდოობას. ტრენინგის განმავლობაში ბიბლიოთეკარებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ღია მეცნიერება, ელექტრონული ფონდის მენეჯმენტი (დიგიტიზაციის სტანდარტები); ღია მეცნიერების არსი, მნიშვნელობა და პრინციპები; ღია მეცნიერება საქართველოში; Openjournals.ge; openscience.ge; ციფრული ბიბლიოთეკებისა და ფონდების მიმოხილვა, მასალების გაციფრებისა და განთავსების წესები. მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, მომხმარებლის ჩართულობა საბიბლიოთეკო საქმიანობაში; კომუნიკაციის არსი და მნიშვნელობა; კომუნიკაციის ტიპები; საზოგადოებასთან ურთიერთობის პრინციპები, ხელისშემშლელი ფაქტორები; ვერბარული და არავერბარული კომუნიკაცია; მომხმარებლის ჩართულობა (ინტერესების გათვალისწინება კვლევა, უკუკავშირი, ანალიზი). საბიბლიოთეკო სივრცის ორგანიზება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა ბიბლიოთეკაში სივრცის ორგანიზება; რა უნდა იქნეს გათვალისწინებული ღონისძიების დაგეგმვისას; ტექნიკური ასპექტები; ღონისძიების მარკეტინგული მხარდაჭერა; ღონისძიების ანალიზი და ანგარიში; თანამედროვე საბიბლიოთეკო საქმე (ფონდების დაკომლექტება და მართვა); საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტება, ფორმები, წყაროები, ეტაპები; ბეჭდური ფონდების თაროზე განლაგების პრინციპები, ფონდის გაწყობის ტექნიკა, შენახვის შიფრი.
კურსის დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკარებს ექნებათ უნარები დამოუკიდებლად შეძლონ უახლეს საბიბლიოთეკო სისტემაში მუშაობა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიება, თავისუფლად დაგეგმონ და მართონ კულტურილ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, საბიბლიოთეკო ერთეულების სწორი ორგანიზება.
დასასრულს, ბიბლიოთეკარებს ჩაუტარდათ გამოცდა და გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება