კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მაღაზიათა ქსელის - „სუფთა სახლი“ - წარმომადგენლების ტრენინგი გაიმართა თემებზე: „რა გვჭირდება კარიერის ეფექტურად დასაგეგმად“ და „კარიერული მენტორშიფის პროგრამა“.
შეხვედრას „სუფთა სახლის“ გაყიდვების დეპარტამენტისა და ქსელის ხელმძღვანელი მაკა კავთელაძე, „სუფთა სახლის“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი მირანდა გაბუნია და ტრენერი მიხეილ ყორშია უძღვებოდნენ.
ტრენინგი ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
ტრენინგს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება