24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც რექტორი აკბარ ტაშკულოვი ხელმძღვანელობდა.
სტუმართა დელეგაციაში ასე შედიოდნენ სამართლის ფაკულტეტის დეკანი ო. ბაბაჯანოვი, პროგრამის ხელმძღვანელები - დ. ბაზაროვა და ფ. იბრატოვა.
უზბეკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს CIU-ს რექტორ კახაბერ კორძაიასთან, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის დეკანი - გიორგი ხატიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ვახტანგ მაისაია, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ალიკა გუჩუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - თამარ ლაღიძე.
შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობებს ითვალისწინებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება