საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი - „სტუდფესტი 2024“ - დაიწყო.
ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25000-მდე სტუდენტი იღებს.
სტუდფესტში აქტიურად არიან ჩართული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები თუ ინდივიდუალური მონაწილეები როგორც სპორტული, ისე კულტურული და ინტელექტუალური მიმართულებით.
11 აპრილს ბილიარდში გამართულ ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა ერეკლე ხიტალიშვილმა, ხოლო ვერცხლი - გარი წერეთელმა.
ცნობისთვის, „სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში ტარდება: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები 19 სახეობაში; კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები; ინტერმედია - კონკურსი საუნივერსიტეტო თეატრებს შორის; STEM კონკურსი; სტუდენტების პროფესიული და სოციალური განვითარების მხარდამჭერი „მოხალისეობის“ პროგრამა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება