დასრულდა ყველაზე მასშტაბური და ემოციებით აღსავსე „სტუდენტური ფესტივალი 2023“, რომლის შემაჯამებელი ღონისძიებაც 26 ივნისს რიყის პარკში გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, თითოეულ უნივერსიტეტსა და ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს.
ღონისძიებაზე სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ, ასევე გამოვლინდა გარდამავალი თასის მფლობელი უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ფესტივალის ისტორიაში პირველად CIU-მ 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამარჯვებული გახდა შემდეგ სპორტულ სახეობებში: მინი ფეხბურთი; კარტინგი; ბოულინგი; ჯომარდობა; შაში (გოგოები).
ჩვენს უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო „საუკეთესო გულშემატკივრის“ ნომინაციაში და რაც ყველაზე მთავარია - ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ გამარჯვებულად გამოცხადდა და გარდამავალი თასიც მოიპოვა.
სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში 25 მაისიდან 20 ივნისამდე განხორციელდა ტურნირები სპორტის 17 სახეობაში და კულტურული ტურები 5 მიმართულებით. ღონისძიებებში ჩართული იყო საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი.
ფესტივალი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ცნობისთვის, სტუდენტური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება