25 და 26 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ, სტუდენტებთან სავალდებულო სამართლებრივი ნორმების დაცვასა და მათი პრაქტიკაში გამოყენების საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, გაეცნენ სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებს და მიიღეს ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში განხილული პრეცედენტული საქმეების შესახებ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება