27 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ბლოგერისა და კონტენტ მენეჯერის, მაიკო ტყემალაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ციფრული პლატფორმების ეფექტური მართვა - გზამკვლევი დამწყებთათვის“.
სპიკერმა მიმოიხილა საზოგადოებისთვის აქტუალური სოციალური ქსელები - ინსტაგრამ, ფეისბუქ და ტიკ-ტოკ პლატფორმები, განსაკუთრებული ყურადღება კი ბლოგის/ვლოგის შექმნაზე გაამახვილა.
როგორც მაიკო ტყემალაძემ აღნიშნა, ბლოგის შექმნისას მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს მიზანი და მოლოდინები, კონკრეტული ნიშა, გეგმა და ამის შემდეგ დავიწყოთ განვითარება. სპიკერმა განიხილა ბლოგებიდან ფულის გამომუშავების საკითხი, ღირებული კონტენტის ტიპები და ისაუბრა პირადი გამოცდილების შესახებ. ასევე აუდიტორიას გააცნო კონკრეტული რეკომენდაციები, რაც დამწყებმა ბლოგერებმა უნდა გაითვალისწინონ.
საჯარო ლექცია, რომელსაც სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალიც ესწრებოდა, ინტერაქციულ ფორმატში, აქტიური კითხვა პასუხის რეჟიმით წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება