30 სექტემბერს საბიბლიოთეკო კონსორციუმის EIFL (Electronic Information for Libraries; https://eifl.net/) 2020 წლის გენერალური ასამბლეა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.
კონფერენციაზე განხილული საკითხები ეხებოდა საავტორო უფლებებს, ხელშეკრულებებსა და ლიცენზირების პროგრამებს, დისტანციურ და ღია წვდომას, საჯარო ბიბლიოთეკების ინოვაციურ პროგრამებსა და სხვ.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ კონსორციუმის დირექტორი, რიმა კუპრაიტი და სხვადასხვა პროგრამის მენეჯერები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურ ლიცენზირებულ მონაცემთა ბაზებს სწორედ ამ ორგანიზაციის თანადგომით იღებს.
უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციას ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თამარ ქავთარაძე ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება