12 ოქტომბერს, კსუ-ს ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტში, ქართველი გმირის, გიორგი ტურაშვილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. პოლონეთიდან ჩამოსულმა გადამღებმა ჯგუფმა პეტრე ხლებოვიჩისა და პეტრე ვარიშის ხელმძღვანელობით, კსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად, გიორგი ტურაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა შეაფასეს, რომელზეც უახლოეს პერიოდში დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება. საქართველოს არმიის ყოფილი იუნკერი და პოლონეთის არმიის ოფიცერი გიორგი ტურაშვილი (1901-1977) 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკებისა და წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ თურქეთში, ხოლო 1922 წელს პოლონეთში გადავიდა. 1939 წელს იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. იყო სექტემბრის ბრძოლების გმირი. დაჯილდოებულია „ოქროს ჯვრით“. აღსანიშნავია, რომ პოლონურ მხარესთან ერთად იგეგმება ერთობლივი კვლევები პოლონეთში ქართულ, ხოლო საქართველოში პოლონურ კოლონიასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა პოლონური ენისა და კულტურის ცენტრში გიორგი ტურაშვილის ფოტო განათავსეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება