აბიტურიენტი, რომელიც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, CIU ფონდიდან ინვესტიციას მიიღებს:
უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტი პირველივე კურსიდან მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. გარდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილებისა, მისთვის უზრუნველყოს კონკურენტული უპირატესობა დასაქმებაში.
ცნობილია, რომ შრომის ბაზარზე კონკურენცია მაღალია, ამ კონკურენციის დასაძლევად კი საჭიროა, სტუდენტი/კურსდამთავრებული ფლობდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა: პროფესიულად შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება და დამატებით, უცხოური ენების ცოდნა.
სწორედ ამ კონკურენტული უპირატესობების მოპოვებისთვის, აბიტურიენტი, რომელიც 2023 წელს ჩაირიცხება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU ფონდის ინვესტიციას მიიღებს.
ციფრული ტექნოლოგიების კურსი არის კურიკულუმის გარეშე, დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომელიც შედგენილია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე.
ტექნოლოგიური ევოლუცია დღეს ყველა პროფესიას შეეხო. ნებისმიერ პროფესიაში, შრომის ბაზარზე, დამსაქმებელი უპირატესობას ანიჭებს ტექნოლოგიების ცოდნასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას.
პროგრამა მოიცავს იმ ტექნოლოგიების შესწავლას, რომელიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე სტუდენტს მისცემს კონკურენტულ უპირატესობას დასაქმების ბაზარზე!
CIU ფონდის 1000₾ ვაუჩერი სრულად აფინანსებს ციფრული ტექნოლოგიების კურსს.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
ვაუჩერის აქტივაცია
ციფრული ტექნოლოგიების კურსის 1000₾ ვაუჩერი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩაირიცხება.
მოითხოვე ვაუჩერი: შეავსე სარეგისტრაციო ბმული https://shorturl.at/tyIQ1
2000 ₾ ვაუჩერი - უცხოური ენების სასწავლო კურსი;
უცხოური ენის სასწავლო კურსი არის კურიკულუმის გარეშე სასწავლო აქტივობა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლოს ან გაიუმჯობესოს ცოდნა მისთვის სასურველ უცხო ენაში.
აბიტურიენტი, რომელიც ჩაირიცხება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე, უნივერსიტეტისგან უცხოური ენის სასწავლო კურსის დაფინანსებისთვის, 2000 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.
სტუდენტი პირველივე კურსზე, ზემოჩამოთვლილი ენებიდან აირჩევს ერთ-ერთს და უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლის ინტენსიურ მოსამზადებელ კურსს. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
დასაქმების ბაზარზე უცხოური ენის ცოდნა კონკურენტული უპირატესობის გარანტიაა. სწორედ ამიტომ, CIU ფონდი თითოეული სტუდენტისთვის ქმნის დამატებით ინვესტიციას.
ვაუჩერის აქტივაცია
უცხოური ენების სასწავლო კურსის 2000₾ ვაუჩერი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩაირიცხება 2023/2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად.
მოითხოვე ვაუჩერი: შეავსე სარეგისტრაციო ბმული https://docs.google.com
აირჩიე CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა და მოიპოვე 40%-იანი შიდა გრანტი. შეავსე სარეგისტრაციო ბმული და მოითხოვე 40% გრანტი.
CIU-ში გელოდება:
დასაქმებაზე ორიენტირებული პრაქტიკული სწავლება;
კარიერული დაგეგმვა პირველივე კურსიდან;
პრაქტიკოსი ლექტორები და სწავლების თანამედროვე მეთოდები;
გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებში;
მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება;
ოქროს მედალზე 20%-იანი, ვერცხლის მედალზე კი 10%-იანი დაფინანსება;
წარჩინების სემესტრული სტიპენდია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის თითოეული აბიტურიენტის მიერ გამოცხადებული ნდობა განსაკუთრებულია, ხოლო ის ვინც CIU-ს პირველ ნომრად აირჩევს, მიღებს 20%-იან შიდა გრანტს.
აღნიშნული გრანტი მოქმედებს მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში.
აირჩიე 115
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება