1 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე საინფორმაციო კამპანია გამართეს.
შეხვედრას უძღვებოდნენ: შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი - ბელა ფიფია და აღნიშნული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები - ნინო რუსიშვილი და მარი ტოკლიკიშვილი.
შეხვედრაზე სპიკერებმა განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, ძალადობის გამოვლენის სხვადასხვა ფორმები, სტატისტიკური მონაცემები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისები დანაშაულის პრევენციისა თუ შემდგომი რეაგირების მიმართულებით.
საინფორმაციო კამპანიას სტუდენტებთან ერთად სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციაც ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება