კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების ( ეთერ ჩაჩუა, ვიქტორია ბუცხრიკიძე, ნინა ინასარიძე, მარიამ გერლიანი, ქრისტინე ხუჯაძე, ტერეზა ასათიანი) ინიციატივით, სამართლის ფაკულტეტის და კსუ-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის მხარდაჭერით, პროექტ - ,,იმიტირებული სასამართლო პროცესების“ ფარგლებში, უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში, ნახევარფინალი და ფინალი ჩატარდა.
აღნიშნულ პროექტში, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის 24 სტუდენტი (მეორე და მესამე კურსი) მონაწილის, ხოლო 6 სტუდენტი (მეოთხე კურსი) მენტორის ამპლუით იყო ჩართული.
სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის მიმართულებით, ამერიკულ ქეისს (საქმეს) შეეხებოდა.
დასკვნითი იმიტირებული პროცესის გამარჯვებულ გუნდად, ბრალდების მხარე დასახელდა. მათ სიმბოლური პრიზი გადაეცათ. ორგანიზატორებმა ასე გამოავლინეს საუკეთესო მოწმე, ადვოკატი და პროკურორი, რომლებიც ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ორთვიანი სტაჟირების კურსით დაჯილდოვდნენ.
პროექტის თითოეული მონაწილე და ორგანიზატორი, სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება