კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, იმიტირებული შემთხვევის ადგილზე პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების, თეიმურაზ რეხვიაშვილის (სამსახურის უფროსი), გიორგი უკლებას (უფროსი ექსპერტი), გურამ სუჯაშვილისა (ექსპერტი) და ნინო მეტრეველის (ექსპერტი), მონაწილეობითა და მენტორობით ჩატარდა „წითელი” და „ყვითელი” ჯგუფების შეჯიბრი და ადგილზე ამოღებული მტკიცებულებების შეჯამება/განხილვა.
ყვითელი ლენტის შიგნით პრაქტიკული საქმიანობა წარმატებით განხორციელდა: შემთხვევის ადგილზე სტუდენტებმა მოიძიეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური და დაქტილოსკოპიური მტკიცებულებები, შესაბამისი მეთოდით კი დასურათდა შემთხვევის ადგილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება