28 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პოლონური და ლიეტუვური უნივერსიტეტების პროფესორები ეწვივნენ.
სტუმრები CIU-ს რექტორ კახაბერ კორძაიას, ასევე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ. ტორუნის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის, ბელოსტოკის უნივერსიტეტისა (პოლონეთი) და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიეტუვა) პროფესორებმა შეხვედრაზე მონოგრაფია წარმოადგინეს, რომელიც მე-20 საუკუნის გამოჩენილ პოლონელ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, ივან კრასკოვსკის ეხება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
სტუმრები გაეცნენ CIU-ში არსებულ პოლონური კულტურისა და ენის კაბინეტს, ასევე საქმიანი შეხვედრა გაიმართა კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება