4 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარის, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია თემაზე: „გერმანია გარდამტეხ ეპოქაში: წინააღმდეგობები და შესაძლებლობები".
საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ გახსნა.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა ძირითადი ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რასაც დღევანდელ ეპოქაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა განიცდის. ასევე, განიხილა თავდაცვის სფეროს გამოწვევები და კანცლერ ოლაფ შოლცის საერთო ევროპული პოლიტიკის ახალი ხედვა, შეხვედრის მეორე ნაწილში კი, ლევან ლორთქიფანიძემ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება