4 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი გაიმართა.
ტრენგზე, რომელსაც CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები თეონა კოშაძე და გიორგი მარიამიძე უძღვებოდნენ, მოსწავლეები გაეცნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ძირითად პრინციპებს საგანგებო სიტუაციებში სწორი და ეფექტიანი რეაგირებისთვის.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარებას როგორებიცაა: დაზარალებულის მდგომარეობის სწრაფი შეფასება; სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ამოცნობა; გულის შეტევის, სისხლდენის, მოტეხილობებისა და სხვა ტრავმების დროს დახმარების გაწევა; ხელოვნური სუნთქვისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ტექნიკები.
პროექტი CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორის, მარინე უგულავას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მოსწავლეთა პროფესიული ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტები პერმანენტულად ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება