23 დეკემბერს 18 საათზე, დისტანციურ ფორმატში, ჩატარდა პანელური დისკუსია - თემაზე: თანამედროვე ბიბლიოთეკის განვითარების მოდელები.
პანელური დისკუსიის მოდერატორი: ქეთი კენკებაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამსახური.
პანელური დისკუსიის მონაწილეები:
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - გიორგი კეკელიძე, ემზარ ჯგერენაია;
- ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - ირაკლი ღარიბაშვილი;
- ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიგოლ წერეთლის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა - მეკა გოჩიაშვილი; ნიკა ჩერქეზია;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა - თეო ყაველაშვილი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ხატია ბუტიკაშვილი.
განხილული იქნა ბიბლიოთეკების მოდერნიზაციისა და თანამედროვე ტექნიკების დანერგვისა და განხორციელების გზები.
შეხვედრა ორ ნაწილად დაიყო: პირველ ნაწილში მონაწილეები წარდგნენ 5-10 წუთიან მოკლე მოხსენებებით საკუთარ გამოცდილებაზე, ინფორმაციის გაზიარებაზე, ხოლო მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო.
უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თამარ ქავთარაძე ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება