10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნინო შენგელიას დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „ციფრული პლატფორმების მიერ კონტენტის მართვა და ადამიანის უფლებები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სერგი ჯორბენაძე, სამართლის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, პროფესორი, ზვიად გაბისონია და სამართლის დოქტორი, პროფესორი, ანა ფირცხალაიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნინო შენგელიას სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება