მოხსენებები ევროკავშირის შესახებ
30 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის“ ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, ევროკავშირთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარადგინეს.
აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ: ეკა მამალაძე, მარიამ ხიხაძე, ჯაბა აბუთიძე, ნიკა პირმისაშვილი, ვლადიმერ ფულაძე და მირანდა მელიშვილი.
მოხსენებები ეხებოდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: 10 მითი ევროკავშირის შესახებ; ევროკავშირის გაფართოება და ბრექსიტი; ევროკავშირის ინსტიტუტები.
სტუდენტებმა ნაშრომები საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში წარადგინეს.
შეხვედრის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა CIU-ს „ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი, პრაქტიკის ხელმძღვანელი, გიორგი ფარეშიშვილი.
ასევე, სტუდენტებს მიმართა CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ.