14 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატის, მინდია უგრეხელიძის მოხსენების მოსმენა გაიმართა.
კანდიდატის საერთაშორისო სამეცნიერო ღვაწლზე ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა ჯონი ხეცურიანმა, ვაჟა ლორთქიფანიძემ, ვალერი ასათიანმა, ელიზბარ ჯაველიძემ, ომარ გოგიაშვილმა და რამაზ ხეცურიანმა.
აკადემიის წინაშე წარმოდგენილი იყო მინდია უგრეხელიძის მეცნიერული ნაშრომები, მათ შორის, უცხოურენოვანი პუბლიკაციები და რეცენზიები.
მოხსენებას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი - გიორგი ხატიძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე -თამთა წირქვაძე და CIU-ს ასოცირებული პროფესორი - ბექა ქანთარია.
საბოლოო კენჭისყრა მარტის ბოლოს გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება