მიღება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამაზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამაზე
ადგილების რაოდენობა: 7 (შვიდი)
- სწავლის წლიური საფასური: 3000 ლარი;
- მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- გასაუბრება სპეციალობაში;
- საბუთების მიღება: 14 აპრილიდან - 23 აპრილის ჩათვლით (დოქტორანტურის კოორდინატორი, ოთახი #79ა).
ჩარიცხვის ეტაპები:
- სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 24 აპრილს;
- გასაუბრება კომისიასთან, სპეციალობაში - 26 აპრილს.
კონკურსანტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებია:
- მასობრივი კომუნიკაციის დარგის ცოდნა;
- სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია;
- სამეცნიერო/პრაქტიკული გამოცდილება;
- წარმოდგენილი საკვლევი თემის აქტუალობა და პრობლემატიკა;
- წარმოდგენილი საკვლევი თემის სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება;
- მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც დოქტორანტი განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
- დასაბუთებული წინასწარი შეხედულებები/მოლოდინი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
- ინოვაციური აზროვნება;
- პრეზენტაციის უნარი;
- სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კონკურსანტი ვალდებულია განცხადება წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტრონული სახით (CD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისთვის);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში;
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
- ორი სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან (პროგრამის პროფილით კონკურსანტის სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, ერთი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან, მეორე - დამსაქმებელი კომპანიიდან ან ორგანიზაციიდან).
- საკვლევი თემის პროექტი, რომელიც მოიცავს:
- აქტუალობას და საკვლევ პრობლემატიკას;
- მოაზრებული თემის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებს;
- მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
- დასაბუთებულ წინასწარ შეხედულებას / მოლოდინს.
კონკურსანტის პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ შესაძლებელია წარმოდგენილი პროექტის თემატიკის სრულად ან ნაწილობრივ ცვლილება, დოქტორანტის ინტერესებიდან გამომდინარე.
წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები.
კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, მასობრივი კომუნიკაციის ქართულენოვან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია წარმოადგინოს ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები:
- კონკურსანტი, რომელიც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, ასევე წარმატებით გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას (ან ექნება საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი), დაიშვება გასაუბრებაზე;
- კონკურსანტი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის კოორდინატორის წარდგინებით, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი მიმღები კომისიის წინაშე;
- კონკურსანტის საანკეტო მონაცემებს, სამოტივაციო წერილს, სარეკომენდაციო წერილებს და საკვლევი თემის პროექტს კომისიას წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა;
- კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
დოქტორანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:
- სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
- სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე.
მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის სტუდენტთათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაიწყება 27 აპრილს.
იხილეთ ბმული - მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის გასაუბრების საკითხები