1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მეღვინეობა „ნაბერაული ვაინსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და „ნაბერაული ვაინს-ის“ დირექტორმა ლევან ოსეფაშვილმა მოაწერეს ხელი, მიზნად ისახავს CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას აქტიური პრაქტიკის გავლით. ასევე, მემორანდუმი მოიცავს ერთობლივ კვლევებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს.
დღის ფარგლებში CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ სტუმრებს ფაკულტეტის ბაზა დაათვალიერებინა.
ღონისძიებას მოდერაცია CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორმა, CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ბოდაველმა გაუწია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება