9 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი თემაზე - After Effect.
სტუდენტებისთვის გამართულ მასტერკლასს ვიზუალური ეფექტების დიზაინერი, თორნიკე ჭელიძე უძღვებოდა. მომხსენებელმა ისაუბრა After Effect-ის წარმომავლობასა და მნიშვნელობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა იმ პროგრამებს, რომლებიც თანხვედრაშია მასთან. განიხილა თუ როგორ მზადდება ანიმეები, 2D ანიმეები, რა არის "მოუშენ" დიზაინი და რა ფუნქციები აქვს მას.
აღსანიშნავია, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა სპიკერისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენონ After Effect თავიანთ პროფესიებში.
შეხვედრის ბოლოს, მომხსენებელმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული და კარიერული განვითარების გზები გაუზიარა. შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა და მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს, რომლებშიც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება