კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე არადისტანციურ რეჟიმში ხორციელდება ლაბორატორიული და კლინიკური სასწავლო კურსები.
ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში 3 დეკემბერს მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის მე-6 სემესტრელ სტუდენტებთან ჩატარდა მორიგი პრაქტიკული მეცადინეობა სასწავლო კურსში „კლინიკური უნარები - პირველადი გადაუდებელი დახმარება / Clinical skills – First aid“.
არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის განხორციელებისას ადმინისტრაციის, ლექტორებისა და სტუდენტების მხრიდან ზედმიწევნითაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, დანართი N 38) რეკომენდაციები.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრად კონტროლდება: უნივერსიტეტის სივრცეში შესვლისა და გადაადგილების წესები, ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულო დისტანციის დაცვა, სრულადაა გამოყენებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სრულადაა დაცული ჰიგიენის წესები და სტუდენტთა მცირერიცხოვანი რაოდენობა თითოეულ ჯგუფში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება