22 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ლაშა კანთელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ევროკავშირის და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ეუთოს ფარგლებში და პოსტსაბჭოთა კონფლიქტები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოსო ვახტანგაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ტაბატაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჯიჯეიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლაშა კანთელაშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება