6 მარტს, ფუტსალის ლიგა 2-ის XI ტურში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა.
„საუნივერსიტეტო დერბი“ თავიდანვე კსუ-ს უპირატესობით წარიმართა, გუნდი მალევე წინ გავიდა. მეორე ტაიმის ერთწუთიან ინტერვალში კსუ-მ სამი გოლის გატანა შეძლო, მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა და საბოლოოდ UG დიდი ანგარიშით 11:2 დაამარხცა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბექა ბექაური დასახელდა.
არსებული მონაცემებით, ფუტსალის ლიგა 2-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი 10 მატჩიდან 21 ქულით მეორე ადგილს იკავებს (7 მოგება, 0 ფრე, 3 წაგება).
ლიგა 2-ში სულ 6 გუნდი მონაწილეობს. სეზონის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზე გასული გუნდი ფუტსალის ლიგაში აღზევდება, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
ბმულზე იხილეთ დეტალური ინფორმაცია და მატჩის ვიდეოჩანაწერი:https://sbm.ge/oqmi.php
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება