9-11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - „საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა - კონფერენცია სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებში“.
საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო საბაზისო, კლინიკური და ბიომედიცინის უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგების განხილვა და გავრცელება, ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (IKSAD, თურქეთი), ჯანდაცვის მსოფლიო ინსტიტუტისა (დიდი ბრიტანეთი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ასოციაციის (AST) მიერ.
აღნიშნულ კონფერენციაში, CIU-ის მოწვეული ლექტორის, გიორგი დუღაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი სუხმანი აშოკი (Sukhmani Ashok), მისი ნაშრომი კი კონფერენციის კრებულში გაიცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება