აღნიშნული სოციალური პროექტით CIU შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს გაიუმჯებესონ ცოდნა სხვადასხვა საგანში და მომზადებული შეხვდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
პროგრამას წარუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები/პროფესორები.
ფორმატი: დასწრებული ან დისტანციური (აბიტურიენტს ეძლევა არჩევანის საშუალება - მეცადინეობებს დაესწროს აუდიტორიაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისი, ჩარგლის ქ. 73 ან აირჩიოს დისტანციური ფორმატი და პროგრამა გაიაროს ონლაინ).
პროგრამის განხორციელების ვადა: 2 მაისი - 26 ივნისი.
მოსამზადებელი საგნები და რეპეტიტორები:
ქართული ენა და ლიტერატურა
რეპეტიტორი - ნინო მინდიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი
ისტორია
რეპეტიტორი - ქეთევან შოშიაშვილი, ისტორიის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი
მათემატიკა
რეპეტიტორი - ირაკლი დოჭვირი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი
ინგლისური ენა
რეპეტიტორი - ნანა პარინოსი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ( 2018), აშშ-კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
იხილეთ პროგრამის სარეგისტრაციო ბმულები საგნების მიხედვით:
ქართული ენა - https://bit.ly/37kaRl9
ისტორია - https://bit.ly/3M5QxTf
მათემატიკა - https://bit.ly/3M4XB2x
ინგლისური ენა - https://bit.ly/3jFeKn7
გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ საგანზე მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია;
ლიმიტის შევსების შემდეგ რეგისტრაცია შეწყდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება