5 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირინა ბათიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: ,, ასაკოვანი ქალების დასაქმების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია - სამართლის დოქტორი, აკადემიკოსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მინდია უგრეხელიძე; თანახელმძღვანელი სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი. ოფიციალური რეცენზენტები კი - სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ხუბუა და სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა ქანთარია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ირინა ბათიაშვილს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება