23 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, მულტიმედია ცენტრში „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო თამაში გაიმართა.
რედაქტორებს ლაშა-გიორგი სვინტრაძის ექვსეული დაუპირისპირდა, სადაც მოაზროვნეებმა რედაქტორები 6-5 დაამარცხეს.
თამაშში საუკეთესო მოაზროვნედ კოკე ლაგვილავა დასახელდა.
გუნდის შემადგენლობა:
ლაშა-გიორგი სვინტრაძე;
ლილე ქურასბედიანი;
სოსო ქორიძე;
მარიამ ციცაგი;
კოკე ლაგვილავა;
ბესიკ თავართქილაძე.
თამაშის დასასრულს, გამარჯვებულები უნივერსიტეტისგან სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება