24 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდურ-არაბული საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე ტრადიციული კვების ფესტივალი მოეწყო, ასევე, წარმოდგენილი იყო კულტურულ-შემოქმედებითი ნომრები.
აღნიშნული ღონისძიებით უცხოელმა სტუდენტებმა სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს.
ინდურ-არაბულ საღამოში CIU-ში მედიცინის ფაკულტეტის 250-მდე სტუდენტი ჩაერთო, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი უნივერსიტეტში სტუდენტთა ინტეგრაციას უწყობს ხელს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება