24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ხატვის წრის სტუდენტთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებლებს, ერთი კვირის მანძილზე, საშუალება აქვთ CIU-ს პროფესიონალ თუ მოყვარულ სტუდენტთა ნახატებს უნივერსიტეტის ფოიეში გაეცნონ და დაათვალიერონ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის გამოფენები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პერმანენტულად ხორციელდება.
ხატვის წრეში გაწევრიანება CIU-ს ნებისმიერი ფაკულტეტის დაინტერესებულ სტუდენტს სრულიად უფასოდ შეუძლია.
CIU-ს ხატვის წრეს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, მაკა ტაბიძე ხელმძღვანელობს, დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ტელ: 599 854 282
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება