26 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ნოდარ ბოკერია შეხვდა.
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ნოდარ ბოკერიამ მანდატის ფარგლებში საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებზეც თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ახალგაზრდების როლზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, ღონისძიების დაწყებამდე კი სტუმარსა და აუდიტორიას მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ. მათ მადლობა გადაუხადეს ნოდარ ბოკერიას სტუმრობისთვის და ყურადღება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება