გაცვლითი პროგრამა იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი) კსუ-ს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით 2018 - 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის, სამართლის და სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება უნივერსიტეტებს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე.
კსუ აფინანსებს მგზავრობის, დაზღვევის და ვიზის ხარჯებს 500 ევროს ფარგლებში.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
საკონკურსო ადგილი - 2
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 13 ნოემბერი, 2018 წელი.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irs@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „იაგელონიის უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
CV (ინგლისურ ენაზე).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება