25 ნოემბერს საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენამ” ევროკომისიის “NI4OS-Europe“ პროექტის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით ჩაატარა ევროპის ღია მეცნიერების “Cloud EOSC“-ის შეხვედრა.
“NI4OS- Europe“ არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ღია მეცნიერების Cloud-ის ინიციატივების, სერვისების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის მკვლევრებს საშუალება მიეცეთ შეინახონ, მართონ, გააანალიზონ და გააზიარონ მეცნიერული მონაცემები, რაც მათი მუშაობის ეფექტურობის გაღრმავებას და მეცნიერებაში ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს.
სემინარზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა სურვილი და მზაობა ქართული ელექტრონული საცავის (სადაც კსუ-ს სამეცნიერო ნაშრომებიც არის) განთავსების შესახებ ეროვნული ღია მეცნიერების Cloud-ში, რაც ქართველ მეცნიერებს დაეხმარებათ შეინახონ, მართონ, გააანალიზონ და გააზიარონ მეცნიერული მონაცემები, რაც მეცნიერებაში ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თამარ ქავთარაძე ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება