კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორგი ორგანიზაცია ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“, კსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ესპანური ენის შემსწავლელ უფასო ონლაინ კურსს დამწყებთათვის.
ონლაინ კურსის ფარგლებში, მსმენელებს საშუალება ექნებათ სახალისო ვიდეოებით, ანიმაციებით, სიტუაციური დიალოგებისა და სხვადასხვა პრაქტიკული მეთოდებით შეისწავლონ საბაზისო ესპანური ენა და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
სამომავლოდ, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ ესპანური ენის ცოდნა ესპანეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაიღრმავონ.
კურსს გაუძღვება ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერიას“ გუნდის წევრები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერია“-ს წარმომადგენელს შემდეგ ელექტორნულ ფოსტაზე asociacioniberia@gmail.com
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება