6-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასერტიფიკატო კურსის „ღვინის ტურიზმი“-ის კურსდამთავრებულთათვის შედგა პროფესიული სასწავლო ვიზიტი ესპანეთში.
ვიზიტის ფარგლებში, კურსდამთავრებულებს CIU-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა- მადრიდის სოფლის მეურნეობის და სურსათის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტმა (IMIDRA) და ბიომევენახეობის განყოფილებამ უმასპინძლეს. შეხვედრაზე ტრენინგის მონაწილეებმა მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს ღვინის დაყენების თანმიმდევრულ პროცესებზე. ასევე, დაათვალიერეს ლაბორატორიები, რომლებიც რეგიონის მოთხოვნებს ემსახურება და მოინახულეს საცდელი ტერიტორიები, სადაც ვაზის ესპანურ ჯიშებთან ერთად, გაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ვაზის ჯიშებს, რომლებიც ლოკალურად ხარობს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის აღმოჩნდა საფერავიც.
კურსდამთავრებულები ეწვივნენ საოჯახო მარანს - Rio Negro, სადაც მარნისა და მისი შემოგარენის დათვალიერების შემდეგ, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს რჩევები, თუ როგორ ხდება ტურისტისთვის საკუთარი მარნის შეთავაზება ტერიტორიის კულტურულ, თუ ისტორიულ პაკეტთან ერთად. კურსდამთავრებულები შეხვდნენ, აგრეთვე, ალკალას უნივერსიტეტის წარმომადგენელს - მიგელ კამბას, რომელიც მათ ღვინის ტურიზმზე ესაუბრა და გააცნო სფეროში არსებული გამოწვევები და დარგის განვითარების თავისებურებები.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს უმასპინძლა საქართველოს ელჩმა ესპანეთში, ილია გიორგაძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ახალგაზრდებისთვის ეს ვიზიტი არის შანსი, რომ დაუფლონ ენოტურიზმის საბაზისო ნიუანსებს და ესპანეთში, ღვინის ტურიზმის წამყვან ქვეყანაში, პრაქტიკული კუთხით გაიმყარონ მიღებული თეორიული ცოდნა“.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა, ილია გიორგაძემ კურსდამთავრებულებს ტრენინგში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება