20 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტ ეკატერინე ლომიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „სამხრეთ კავკასია - დიდი მოთამაშეების ინტერესთა დაპირისპირების ობიექტი (საქართველოს მაგალითზე)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე, თანახელმძღვანელი კი, ისტორიის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, სოსო ვახტანგაშვილი. ოფიციალური რეცენზენტები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, მაია კაპანაძე და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვაჟა შუბითიძე.
დაცვის კოლეგიას ხელმძღვანელობდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, ვახტანგ მაისაია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ლომიას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება