7 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ეკატერინე ლაღიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „პალერმოს კონვენციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი შალვა კვინიხიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ციცაგი და სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ლაღიძეს სამართლის დოქტორის აკადემიური წოდება მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება