7 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ნინო გოგოხიამ (საერთაშორისო ურთიერთობების სამართველოს უფროსი), თამარ გედენიძემ (დამსაქმებლებთან ურთიერთობის მენეჯერი) და მარიამ ყველაიძემ (საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი) სააგენტოს შეთავაზებებსა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიები.
ასევე, სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ სტუდენტებს გაუზიარეს აქტიური ვაკანსიები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება