თუ ხარ კრეატიული, მიზანდასახული, ცნობისმოყვარე და გსურს, სოციალური საწარმოს შექმნაში მიიღო რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებული გამოცდილება, მაშინ დარეგისტრირდი CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორში“ და მიიღე მონაწილეობა პროგრამაში - „აქსელერატორ_X“;
სოციალური მეწარმეობის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს;
„აქსელერატორ_X“ სოციალური მეწარმეობის პრექსელერაციის უნიკალური პროგრამაა, რომელიც უფუძნება „Junior Achivement-ის“ ასწლოვან გამოცდილებას, თანამედროვე სოციალური მეწარმეობის მიდგომებს და ევროსაბჭოს მეწარმეობის კომპეტენციების ჩარჩოს;
პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მუშაობენ გუნდებში, ქმნიან საკუთარ რეალურ სოციალურ საწარმოს, მოიძიებენ ინვესტიციებს და გამოიმუშავებენ თანამედროვე მოქალაქისა და მეწარმის უნარ-ჩვევებს;
აქსელერაციის პროგრამას გაუძღვება, CIU-ს "ბიზნესინკუბატორის" ხელმძღვანელი - ია ნადირაშვილი;
გამარჯვებული გუნდი ჯილდოვდება გრანტით (2000 ევრო);
პროგრამაში მონაწილე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სამეწარმეო უნარების სერტიფიკატი (Entrepreneurial Skill Pass);
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/mXmf7t1wBQkVPZf56
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება